სტამბოლის მახლობლად ქიმიური ქარხანა იწვის

18 სექტემბერი 2019, 14:52 5333 ნახვა

ძლიერი  ხანძარია  სტამბოლის მახლობლად.  ტუზლის სამრეწველო ზონაში ქიმიური ქარხანა იწვის.  წინასწარი ვერსიით, ცეცხლი საწვავის ავზებს გაუჩნდა და ქარხნის ტერიტორიას  სწრაფად მოედო.  

თვითმხილველები თურქულ მედიასთან ყვებიან, რომ  რამდენიმე აფეთქების ხმაც გაიგონეს. ადგილობრივი ხელისუფლება ხანძრის  გაჩენის ზუსტ მიზეზს ჯერ ვერ ასახელებს. თურქული ტელეარხები ქიმიურ ქარხანაში გაჩენილ ხანძარს პირდაპირ  ეთერში აშუქებენ.  

კადრებში ჩანს, ათობით მეტრის სიმაღლეზე აღმართული  შავი კვამლი  ჩანს. შემთხვევის ადგილზე  სახანძრო ბრიგადებია მობილიზებული. ისინი ცეცხლს  სამი მხრიდან  აქრობენ.   ჯერჯერობით ხანძრის  ლოკალიზება ვერ ხერხდება.

ქარხნიდან თანამშრომელთა ევაკუაცია მოხდა. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ არაფერია ცნობილი.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი