მკურნალი ექიმის  პატივისცემის  ნიშნად

03 მაისი 2020, 15:10 1624 ნახვა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრმა და მისმა საცოლემ  ქერი სიმონდსმა,  მათ ახალშობილ ვაჟს იმ ექიმების სახელი დაარქვეს, რომლებმაც  კორონავირუსით დაინფიცირებულ ბორის ჯონსონს კლინიკაში უმკურნალეს. ახალშობილის პირველი ფოტო სოციალურ ქსელში გამოჩნდა.  მისი მეორე სახელი  ნიკოლაა , ორი ექიმის  ნიკ ფასის და  ნიკ ჰარტის - საპატივცემულოდ. უცხოური მედიის ცნობით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრმა  საავადმყოფოს მედპერსონალს  მადლობა გადაუხადა  სიცოცხლის შენარჩუნებისთვის.

მსოფლიო ლიდერი, რომელმაც კოვიდ-19 დაამარცხა,  მარტის თვეში დაინფიცირდა. გამოჯანმრთელებამდე  მან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში სამი დღე  გაატარა.  განკურნების შემდეგ   ის სამუშაო რეჟიმს  დაუბრუნდა. ბრიტანეთში კორონავირუსმა 28,000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, 185, 000-მდე პირი დაინფიცირდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი