რუსეთის თავდაცვის ძალებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1576-მდე გაიზარდა

09 მაისი 2020, 12:42 955 ნახვა

რუსეთის თავდაცვის ძალებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1576-მდე გაიზარდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.''კორონავირუსი დაუდგინდა 187 კადეტს და თავდაცვის სამინისტროს 384 სამოქალაქო თანამშრომელს“,- აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.ბოლო მონაცემებით, რუსეთში საერთო  ჯამში კორონავირუსის 187 859 შემთხვევაა გამოვლენილი.ბრაზილიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 751 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 10 000-ს მიუახლოვდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, „რესპუბლიკელ“ კონგრესმენებთან შეხვედრაზე განაცხადა რომ კორონავირუსი თავისით გაქრება. მისი თქმით, ამერიკელებს სურთ თავიანთი ქვეყანა, ცხოვრება და შესანიშნავი ეკონომიკა დაბრუნდეს. ცნობისთვის მსოფლიოში ბოლო მონაცემებით ვირუსით ინფიცირების 4 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში