მკვდარი დელფინი ქობულეთის სანაპიროზე  

26 ივლისი 2020, 15:04 515 ნახვა

ქობულეთის სანაპიროზე ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა. ძუძუმწოვარი თამარ მეფის ქუჩის გასწვრივ იპოვეს.  დელფინი სავარაუდოდ დიდი ხნის მკვდარი იყო. უსიამოვნო სუნის გამო, პლაჟზე მყოფმა დამსვენებლებმა საპატრულო პოლიციაც გამოიძახეს.

დელფინი ქობულეთის სანდასუფთავების სამსახურის ჯგუფებმა ამოიტანეს. ლეშს მიწაში დაფლავენ, შემთხვევის გამო ზღვაში ბანაობა არ იკრძალება. წელს იანვრიდან დღემდე დელფინის გამორიყვის ეს უკვე 112-ე შემთხვევაა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში