ბათუმში უფასო პისიარ ტესტირებისთვის ორი კარავი განთავსდება - კოლონადებთან და აჭარული სახლის მიმდებარედ 

20 აგვისტო 2020, 11:58 2051 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, 20 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში ბათუმში უფასო პისიარ ტესტირებისთვის ორი კარავი გაიშლება - ბულვარში კოლონადებთან და აჭარული სახლის მიმდებარედ. რაც შეეხება ქობულეთს - სპეციალისტები აღმაშენებლის ქუჩაზე, პარკის ტერიტორიაზე იმუშავებენ. 

კორონავირუსზე კვლევის ჩატარება ნებისმიერი მოქალაქეს შეეძლება, პასუხს კი 24 საათის განმავლობაში საკონტაქტო ნომერზე აცნობებენ. 

ნინო ნიჟარაძის თქმით, გაფართოებული ტესტირების ჩატარება, მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც დაფიქისრდა ერთეული შემთხვევა, რომლის პირველწყარო ჯერ დადგენილი არ არის. 

''აქამდე ცხელებისა  და სხვა სიმპტომების მქონე პაციენტებში ვახორციელებდით ტესტირებას, მაგრამ ვინაიდან უკვე დაფიქსირდა ერთეული შემთხვევა ისეთი პაციენტისა, რომლის ინფიცირების წყარო ვერ იქნა დაზუსტებული, მიზანშეწონილად ჩაითვალა გაფართოებული ტესტირების ჩატარება.

სამ ლოკაციაზე ნიმუშის აღება შეეძლება ნებისმიერ მსურველს. სპეციალისტები სავარაუდოდ 17:00 საათიდან და 22:00 საათამდე იმუშავებენ. ეს პირველადი მონაცემია და შეიძლება დრო შეიცვალოს. 

სანამ აქტიური ტურისტული სეზონია ამ დიაგნოსტიკას გავაგრძედელებთ. ეს ტარდება იმისთვის, რომ მოსახლეობისათვის დასვენება იყოს უსაფრთხო. ყველა შესაძლო შემთხვევა იყოს იდენტიფიცირებული'' - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. 

 

 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი