აზერბაიჯანსა და სომხეთში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა

28 სექტემბერი 2020, 13:37 1163 ნახვა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი. საომარი მდგომარეობის გარდა, აზერბაიჯანის რამდენიმე ქალაქსა და რაიონში დღეიდან კომენდანტის საათი გამოცხადდა. იგი 21 საათიდან დილის 6 საათამდე იმოქმედებს.  ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამო დროებით მუშაობა შეზღუდა ბაქოს აეროპორტმა. 

საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია სომხეთშიც გამოცხადდა. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა  ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად სამედიცინო დაწესებულებებში  იმ პაციენტების მიღება შეწყდება, რომლებიც გეგმურ სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ.  

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ  სომხეთის სამედიცინო დაწესებულებებში მხოლოდ რეანიმაციული ღონისძიებები განხორციელდება ან მიიღებენ ისეთ პაციენტებს,   რომლებსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდებათ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში