კესარია მგელაძე ჭადრაკში ორგზის საქართველოს ჩემპიონია

15 ოქტომბერი 2020, 14:47 489 ნახვა

ბათუმელი მოჭადრაკე კესარია მგელაძე 10 წლამდე მოჭადრაკეთა შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა. მან 9 ტურიდან  7,5  ქულა დააგროვა.გადამწყვეტ შეხვედრაში მოჭადრაკემ მეტოქის შეცდომით ისარგებლა და პირველობა  მოიპოვა. კესარია ახლა ორ გზის საქართველოს ჩემპიონია, ევროპის სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებული და მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატის პრიზიორი.  3-ჯერ აქვს მოგებული აჭარის ჩემპიონატი. 8 და 10 წლამდე  გოგონათა შორის, 12 წლამდე  კი ჭაბუკთა შორის.  წლის ბოლომდე სპორტსმენს კიდევ ორი ჩემპიონატი აქვს დაგეგმილი. საქართველოს ჩემპიონატი 12 წლამდე ასაკის გოგონათა შორის და ასევე აპირებს 18 წლამდე მოჭადრაკეებს გაუწიოს კონკურენცია. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში