დღეს ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი იწყება

20 ოქტომბერი 2020, 10:48 212 ნახვა

ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლეების სეზონი დაიწყება. ლიგის ეგიდით დღეს, საღამოს, გულშემატკივარს 8 მატჩი ელოდება. გამორჩეული შეხვედრებია პარიზში, რომში და ლონდონში.

ფრანგული ‘’პსჟ’’ საკუთარ მოედანზე ‘’მანჩესტერ იუნაიტედს’’ მიიღებს. ფრანგებმა გასულ სეზონში ფინალი დათმეს. პარიზელებს ამ შეხვედრაში დიდი დანაკლისი ექნებათ. გუნდს ვერ დაეხმარებიან: ვერატი, კერერი, მარკინიოსი, დრაქსლერი, პარედესი და იკარდი. ხოლო, რაც შეეხებათ მანჩესტერელებს მათ ფილ ჯონსი, ედინსონ კავანი, ჰარი მაგუაერი, ჯესი ლინგარდი, გრინვუდი და ბაილი არ ეყოლებათ.

მარადიულ ქალაქში რომში ‘’ლაციო’’ ‘’დორტმუნდს’’ უმასპინძლებს. რომაელებს ლუის ფელიპე, პერეორა, ლაზარი და რადუ არ ჰყავთ, ხოლო გერმანელები ემრე ჩანის, ტოგან აზარის, აკანჯის, ზაგადუს და პიშჩეკის გარეშე ითამაშებენ.

ლონდონში, სტემფორდ ბრიჯზე ,,ჩელსი’’ ევროპა ლიგის გამარჯვებულ ესპანურ ‘’სევილიას’’ დაუხვდება. ლონდონელებს მარკოს ალონსოს გარეშე მოუწევთ ასპარეზობა, ტიაგო სილვალს თამაში კი საეჭვოა.

‘’სევილია’’ ინგლისში იდრისის გარეშე ითამაშებს.

ჩემპიონთა ლიგაზე დღეს კიდევ 4 შეხვედრა ჩატარდება. ’ კიევის ‘’დინამო’’ - ტურინის ‘’იუვენტუსი’’ ‘’ზენიტი - ბრიუგე’’ ‘’ლაიფციგი’’ – ‘’ბაშაშექირი’’ ‘’რენი’’ – ‘’კრასნოდარი’’ ჩემპიონთა ლიგის დღევანდელი მატჩებიდან ორი შეხვედრა კიევის ‘’დინამო’’ - ‘’იუვენტუსი’’ და ‘’ზენიტი’’ – ‘’ბრიუგე’’ 20:55 საათზე დაიწყება. დარჩენილი 6 შეხვედრა 23:00 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში