მთავრობა დამატებით 211 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებას გეგმავს - თურნავა

29 ოქტომბერი 2020, 11:29 780 ნახვა

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მთავრობამ გაზიფიკაციის ახალი გეგმა დაამტკიცა. ნათია თურნავას განმარტებით, დასრულდა ან უახლოეს პერიოდში დასრულდება გაზიფიცირების სამუშაოები საქართველოს მასშტაბით 384 დასახლებულ პუნქტში.

მისივე თქმით ჯამში ამ პროცესის დასრულების შემდეგ გაზიფიცირებული მოსახლეობის რაოდენობა 1 მლნ 400 ათასს აბონენტს მიაღწევს.

"ეს პროექტი მიმდინარეობს წარმატებით. გადავწყვიტეთ მეტი იყოს მოცვა და რეგიონებში გაფართოვდეს ეს პროცესი. შესაბამისად დღეს ვიმსჯელეთ და დავამტკიცეთ ამ გეგმის გაგრძელება კიდევ დამატებით 211 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებისა და ეს პროცესი დასრულდება 2014 წელს.

90% დიდად გადააჭარბებს საქართველოშ გაზიფიცირების დონე"-განაცხადა ნათია თურნავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში