პატიმრის პროტესტი

03 ნოემბერი 2020, 11:45 1108 ნახვა

პროტესტის ნიშნად  შიმშილობა დაიწყო  მეექვსე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პატიმარმა გიორგი ოქროპირიძემ. პატიმარმა  აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს წერილით მომართა, სადაც აღნიშნულია, რომ  არჩევნებს ლეგიტიმურად არ ცნობს, პროტესტს უცხადებს სახელისუფლებო პარტიას ამიტომ პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებს.

 წერილი არჩევნებამდე,  28 ოქტომბერს დაიწერა, თუმცა ოქროპირიძე ირწმუნება, რომ ხელისუფლებამ 2016 წელს ციხეებში არჩევნები დანაშაულებრივი მეთოდებით  გააყალბა და იგივე მოხდა წელსაც. ოქროპირიძე მაუწყებლისთვის გამოგზავნილ  წერს, რომ პოლიტპატიმარია.  სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში  აცხადებენ, რომ აღნიშნულ პატიმარს ჩადენილი სიმძიმიდან გამომდინარე არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს, შესაბამისად ვერ გაეცნობოდა  როგორ  მიმდინარეობდა საარჩევნო პროცესი.

სპეციალურ  პენიტენციურ სამსახურში წერილის შინაარსს უსაფუძვლოს უწოდებენ და  აცხადებენ, რომ  პატიმრის განცხადება  მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. მათივე ინფორმაციით, პატიმარმა დღეს დილით შიმშილობა  შეწყვიტა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში