"ნაციონალური მოძრაობა" დაანონსებული კამპანიით ცდილობს აუკრძალოს მოქალაქეებს გააკეთოს პოლიტიკური არჩევანი - ბექა დავითულიანი

16 ნოემბერი 2020, 12:21 884 ნახვა

"ქართულ ოცნებაში" გუშინ ლევან ვარშალომიძს მოწოდებასთან დაკავშირებით, რომელიც არჩევნების დღეს სირცხვილის კორიდორების მოწყობას ეხებოდა, საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.

პარტიაში აცხადებენ, რომ ეს არის დემოკრატიასთან ყოვლად შეუთავსებელი, ავტორიტარული ქმედება, საგანგაშო მოვლენა და საჭიროებს ძალიან მკაცრ და მკაფიო შეფასებას.

"გუშინდელი მოწოდება ყოველგვარ ჩარჩოებს ცდება, მიტინგზე გაასაჯაროვეს გეგმა და თქვეს, რომ მოქალაქეებს არჩევნების დღეს სირცხვილის კორიდორს მოუწყობენ და ასე შეეცდებიან მოახდინონ საარჩევნო პროცესის ხელის შეშლა და ბლოკირება.

"ნაციონალური მოძრაობა'' დაანონსებული კამპანიით ცდილობს აუკრძალოს მოქალაქეებს დააფიქსირონ საკუთარი პოლიტიკური არჩევანი. ხალხისთვის კონსტიტუციური უფლების ჩამორთმევა და ხალხის არჩევანის ძალადობრივი გზით მიტაცება მათი ხელწერაა და ამას ისინი აკეთებდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც.

ეს არის დემოკრატიასთან ყოვლად შეუთავსებელი, ავტორიტარული ქმედება, საგანგაშო მოვლენა და საჭიროებს ძალიან მკაცრ და მკაფიო შეფასებას.

მოვუწოდებთ ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს, დიპლომატიურ კორპუსს და არასამთავრობო ორგანიზაციებს და იმ პოლიტიკურ ორგანიზაციებს, რომლებსაც არ სურთ ანტიდემოკრატიულ კამპანიაში მონაწილეობა, მკაფიოდ გამოხატონ საკუთარი პოზიცია და შეაფასონ  ნაციონალური მოძრაობის მორიგი ანტიდემოკრატიოული მოწოდება"- აცხადებენ "ქართულ ოცნებაში".

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში