აჭარაში კორონავირუსის 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

07 დეკემბერი 2020, 11:05 769 ნახვა

აჭარაში კორონავირუსის 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რეგიონის მასშტაბით ამ ეტაპზე საავადმყოფოებში მკურნალობს 1 047 პაციენტი, მათ შორის მძიმეა 161. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 49 პირი.

აჭარაში კოვიდ სასტუმროებში მოთავსებულია 1 788 პირი. საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 252. თვითიზოლაციაში იმყოფება 14 468.

განახლებული სტატისტიკის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში