აჭარაში კორონავირუსის 313 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 

11 დეკემბერი 2020, 11:05 1141 ნახვა

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 313 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 530 პაციენტი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღემდე გამოჯანმრთელებულია 24 390 პირი.

ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდ მიმღებ კლინიკებში 962 პაციენტი მკურნალობს, მძიმეა 154 მათგანის მდგომარეობა, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება  53 პირი.

აჭარის კლინიკურ-სასტუმროებში 1 571 მოქალაქე რჩება.

საქართველოში 20 637 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 017 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 276, აჭარაში -151.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში