აჭარაში კორონავირუსის 139 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 

24 დეკემბერი 2020, 11:06 795 ნახვა

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 139 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 290 პაციენტი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღემდე covid-19 დაამარცხა 29 586 მოქალაქემ.

რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 647 ადამიანი მკურნალობს. მძიმე პაციენტია 119, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 32  პირი.

რეგიონის კლინიკურ-სასტუმროებში 707 მოქალაქე რჩება, ხოლო საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 129 ადამიანი. 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 39 105 პირი, მათ შორის თბილისში - 19 475 პირი, აჭარაში 4 363, იმერეთში 5 168. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში