დისტანციური სწავლება სავარაუდოდ ორშაბათს განახლდება

02 თებერვალი 2021, 15:30 1847 ნახვა

სკოლების გახსნის შემდეგ დისტანციური სწავლების პროცესი დროებით შეჩერებულია. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ მსურველთა რეგისტრაცია ოთხშაბათის ჩათვლით გაგრძელდება, შემდეგ კი ჯგუფები დაკომპლექტდება და სახლში დარჩენილი მოსწავლეები, სავარაუდოდ, მომდევნო კვირიდან დაიწყებენ ონლაინ რეჟიმში სწავლას. რესურსცენტრის ინფორმაციით, დისტანციური სწავლების ვალდებულება როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებს აქვთ. ბათუმის სკოლებში, დღესაც მოსწავლეთა დაახლოებით 75% გამოცხადდა. ერთ-ერთ სკოლაში ტემპერატურის დაფიქსირების გამო ბავშვის საიზოლაციო სივცეში გადაყვანა მოუხდათ. თუმცა როგორც რესუსრცენტრში განმარტავენ, მოსწავლე სკოლაში დღეს პირველად მივიდა, ამიტომაც მას თანაკლასელებთან კონტაქტი არ ჰქონია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში