ბაღების სამოქმედო გეგმა

11 თებერვალი 2021, 11:46 1384 ნახვა

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ ახალი სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. კერძოდ, სააღმზრდელო საგანმანათლებლო მიმართულებით განახლდება აღმზრდელ პედაგოგთა საქმიანობის წარმართვის ერთიანი მეთოდოლოგია. ამასთანავე ფსიქოლოგებმა უნდა შეიმუშავონ აღზრდა განათლების ინდივიდუალური გეგმა შშმ ბავშვებისათვის,ლოგოპედებს კი  ჯგუფებისა და ინდივიდუალური მუშაობისათვის გრძელვადიანი გეგმის შედგენა დაევალებათ.გარდა ამისა, ახალი გეგმის მიხედვით შეიქმნება  ლოგისტიკის სამსახური. ბაღების გაერთიანების დირექტორმა, თენგიზ აფხაზავამ გეგმის პრეზენტაცია  ქალაქის მერიაში წარადგინდა. ცნობისთვის , საკორდინაციო საბჭოს გადაწვეტილებით 1 მარტისთვის არის დაანონსებული ბაღების გახსნა, თუმცა მოსახლეობისთვის აქამდე უცნობი რჩება რა რეკომენდაციების მიხედვით მოუწევს ბაღებს მუშაობის განახლება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში