კონტრაბანდისტებმა ათობით მიგრანტი ზღვაში გადაყარეს

05 მარტი 2021, 17:50 5294 ნახვა

სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა კონტრაბანდისტების მიერ  ათობით მიგრანტის  ზღვაში გადაყრის შედეგად. ინციდენტი  ჯიბუტსა და იემენს შორის საზღვაო საზღვრის გადაკვეთისას მოხდა.  ამის შესახებ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია იუწყება. ორგნიზაციის წარმომადგენლის თქმით, 5 ადამიანის ცხედარი ზღვამ გამორიყა.   

200-მდე მიგრანტი, მათ შორის ბავშვები  იმყოფებოდნენ გემზე, როცა მან ხუთშაბათს დილით  ულების ნავსადგური დატოვა და იემენის მიმართულებით აიღო გეზი.

ნავსადგურის დატოვებიდან 30 წუთის შემდეგ ადენის ყურის გადაცურვისას კონტრაბანდისტები პანიკამ მოიცვა,  გემიდან 80 მიგრანტი გადაყარეს  და უკან  ჯიბუტში დაბრუნდნენ.  80-დან ნაპირზე მხოლოდ 60 დაბრუნდა. დანარჩენი უგზოუკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში