ქედაში ღვინის ქარხანასთან გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

07 მარტი 2021, 12:20 1844 ნახვა

დაბის კეთილმოწყობის ფარგლებში, ქედის მერია  ღვინის ქარხანასთან მისასვლელი  გზის ასფალტბეტონის საფარით მოწყობას გეგმავს. ეს ადგილი   ტურისტებისა და ვიზიტორებისთვის  საინტერესოა, თუმცა  მათ  გადაადგილება  დაზიანებული გზით  უწევთ.

დაბის  კეთილმოწყობის ფარგლებში ასევე იგეგმება სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის აღდგენაც.  სამუშაოებისთვის 225 ათასი ლარია გათვალისწინებული.  ინფრასტრუქტურული პროექტები ხელშეკრულების მიხედვით, ზაფხულისთვის უნდა დასრულდეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში