პარიზში სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება

15 აპრილი 2021, 17:39 806 ნახვა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვლადიმერ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას უკრაინის საზღვართან რუსი სამხედროების გააქტიურების გამო შეშფოთება გამოთქვა. როგორც მიშელი მიკრობლოგ „ტვიტერზე“ წერს, უკრაინის საკითხზე ის ზელენსკის გარდა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერსაც ესაუბრა.

უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე პარიზში მყოფი  უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად 16 აპრილს იმსჯელებს.

მოლაპარაკებებს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეუერთდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში