ჩინეთი ცნობილი უცხოური ბრენდების წინააღმდეგ

03 ივნისი 2021, 19:30 1046 ნახვა

ჩინეთის მარეგულირებელი ორგანო  81 სახეობის  პროდუქტს ასახელებს, რომლებიც ბავშვებისთვის  საზიანოა. ნუსხაში  „ნაიკის“, „ზარასა“ და „ეიჩ ენდ ემის“ მიერ წარმოებული საბავშვო ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, კბილის ჯაგრისი და ახალშობილის ბოთლები მოხვდა. ამ პროდუქტების  ბოლო ერთი წლის პერიოდში შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ „ეიჩ ენდ ემის“ მიერ წარმოებული ბავშვებისთვის განკუთვნილი ბამბის კაბების ცხრა სახეობა შეიცავს საღებავს და სხვა მავნე ნივთიერებებს, რომლებსაც ბავშვის კანი შეიწოვს, რაც საფრთხეს უქმნის ბავშვის ჯანმრთელობას.  პეკინში ამტკიცებენ, რომ ანალოგიური პრობლემა აღმოაჩნდა „ნაიკის“ მაისურებს და გაპ-ის ბიჭების საღამურებს.. ცნობილი ბრენდები ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არ გამოხმაურებიან. მანამდე უცხოური ბრენდების კრიტიკული განცხადებები გავრცელდა, რომლებმაც   შეშფოთება გამოთქვეს ჩინეთის სინძიანის პროვინციაში მოქმედი უცხოური ბრენდების ტანსაცმლის საწარმოებში მუსლიმი უიღურების უკანონოდ მუშაობის გამო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში