უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უნგრეთი მზადაა აშშ-რუსეთის სამიტს უმასპინძლოს. პიტერ სიიარტოს თქმით, სამიტისთვის მზადება მიმდინარეობს, უზრუნველყოფენ ყველა პირობას პროდუქტიული მოლაპარაკებებისთვის, რათა ევროპაში საბოლოოდ დაბრუნდეს მშვიდობა.
მინისტრმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ესაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს.
აშშ-რუსეთის სამიტისთვის მზადების მიმდინარეობის შესახებ განცხადება უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმაც გაავრცელა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე