ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი არის პირველი, ვინც პოზიტიურ დინამიკაზე გავიდა - თურნავა 

22 ივნისი 2021, 12:06 1146 ნახვა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი პოზიტიურ დინამიკაზე გადავიდა და 16%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 

ნათია თურნავას თქმით, ტურიზმის სექტორში დასაქმებულების ვაქცინაცია გრძელდება, რაც უსაფრთხო მასპინძელი ქვეყნის სტატუსთვის აუცილებელია. 

''პირველი დადებითი სტატისტიკა აღინიშნა  იანვარ-მაისის პერიოდში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. ის არის სამი აეროპორტიდან პირველი, ვინც პოზიტიურ დინამიკაზე გავიდა. 16%-იანი ზრდა აქვს და იგივეს ველოდებით  სხვა აეროპორტებიდან. 

ასევე წარმატებით მიმდინარეობს ტურიზმში დასაქმებული პირების ვაქცინაცია. ასევე, ავიაციაში დასაქმებული პირების ბორტგამცილებლების, მფრინავების, დისპეჩერებისა და სხვა პრიორიტეტული ჯგუფების ვაქცინაცია იგეგმება. 

ესეც ზრდის ჩვენს შესაძლებლობებს და მიმზიდველობას, როგორც უსაფრთხო მასპინძელი ქვეყნის. 

პანდემიის პირობებში ზაფხულის ტურისტული სეზონი იქნება იმაზე უკეთესი, ვიდრე ჩვენ ველოდებოდით, მაგრამ ვერ იქნება სრულფასოვანი. ამიტომ შეზღუდვების მინიმალური რაოდენობა რჩება'' - განაცხადა მინისტრმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში