ერთიანი ეროვნული გამოცდები

02 ივლისი 2021, 11:49 1405 ნახვა

ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება - საქართველოს მასშტაბით 25 საგამოცდო ცენტრში აპლიკანტები დილის 8 საათიდან გამოცხადდნენ.

აბიტურიენტები დღესაც ქართული ენის და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ. შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, კორონავირუსი კიდევ 30-მდე აბიტურიენტს დაუდასტურდა. 

აჭარაში მოქმედ 4 საგამოცდო ცენტრში 708 რეგისტრირებული აბიტურიენტიდან 17 არ გამოცხადდა.  საგამოცდო პროცესი  ხარვეზების გარეშე დაიწყო ხულოს საგამოცდო ცენტრში.  

რეგისტრირებული აბიტურიენტიდან  მხოლოდ ერთი არ გამოცხადდა. კოორდინატორის ინფორმაციით  პროცესი  რეგულაციების დაცვით წარიმართა. არცერთ  აბიტურიენტს  ტემპერატურა არ დაფიქსირებია. არ ყოფილა დაგვიანების  შემთხვევა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი