ტატო გრიგალაშვილი მეოთხედფინალში დამარცხდა

27 ივლისი 2021, 11:51 129 ნახვა

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოში 81 კილოგრამამდე წონაში ტატო გრიგალაშვილი დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟში განაგრძობს ბრძოლას. იგი მონღოლ ჯუდოკასთან დამარცხდა, მართალია თავიდან ტატომ ვაზარი გაახერხა, თუმცა შემდეგ უკვე უპირატესობა მოლაეის მხარეს გადავიდა და მან ჯერ ვაზარით გაათანაბრა, შემდეგ კი დამატებით დროში კიდევ ერთ ვაზარზე დადო ტატო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში