ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ხანძარია. ცეცხლი მრავალსართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე გაჩნდა.

ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანება იყო.

შემთხვევის ადგილას იმყოფებიან სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება. ადგილზეა სასწრაფო სამედიცინო სამსახური.
განახლება: 18:20 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებულია. შემთხვევის ადგილას 9 სახანძრო სამაშველო ბრიგადა მუშაობს.