"ფეისბუქმა" ასობით რუსული ანგარიში წაშალა, რომლებიც ანტივაქსერულ დეზინფორმაციულ კამპანიებში იყვნენ ჩართული

11 აგვისტო 2021, 11:26 668 ნახვა

კომპანია "ფეისბუქმა'' ასობით რუსული ანგარიში წაშალა, რომლებიც ანტივაქსერულ დეზინფორმაციულ ინფორმაციებს ავრცელებდნენ.

"ფეისბუქის“ განცხადებით, მათ აღმოაჩინეს დეზინფორმაციის გამავრცელებლი გავლენიანი მარკეტინგული სააგენტო ,,Fazze'', რომელიც რუსული კომპანიის ,,AdNow''– ის ნაწილია.

"ფეისბუქში“ განმარტავენ, რომ გასული წლის დეკემბერში იგივე ქსელი ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ,,ასტრაზენეკას“ ვაქცინა სახიფათო იყო ადამიანებისთვის.

ამ ანგარიშების სამიზნე ინდოეთი, ლათინური ამერიკა და ამერიკის შეერთებული შტატები იყო. არსებული ინფორმაციით, "Fazze" "Youtub"-ის, "tik-tok"-ის და "Instagram"-ის ინფლუენსერებს უკავშირდებოდა და მათ თანხის სანაცვლოდ, ვაქცინაციასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელებას სთავაზობდა.

კომპანიის განცხადებით წაშლილია 65 ,,ფეისბუქის'' ანგარიში და 243 ინსტაგრამის ანგარიში, რომელიც კომპანია "Fazze" იყო დაკავშირებული და 24 ათასი მომხმარებელი ჰყავდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში