ბათუმის საკალათბურთო კლუბს ახალი მწვრთნელი ჰყავს

23 აგვისტო 2021, 17:56 1308 ნახვა

ბათუმის საკალათბურთო გუნდს ანატოლი ბერიშვილი გაწვრთნის. ინფორმაციას კლუბი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

გასულ სეზონში გია კაზანჯიანის ხელმძღვანელობით "ბათუმმა" რეგულარულ სეზონში ბოლოსწინა მე-10 ადგილი დაიკავა. ფეიაუთის სერიაში კი "კავკასიას" 3-0 მოიგო და სუპერლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

ანატოლი ბერიშვილი ბოლოს "მგზავრების" მთავარი მწვრთნელი იყო.

ამ ეტაპზე უცნობია თუ როდის დაიწყება ახალი ჩემპიონატი, თუმცა სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს რომ ახალი სეზონიდან, ჩემპიონატის დაწყებამდე, ყველა გუნდმა უნდა ჩაიტაროს კოვიდ-19-ის სრული ვაქცინა ან ყოველ თამაშამდე წარმოადგინონ 2 დღით ადრე გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში