ტოკიოს პარაოლიმპიური თამაშები 24 აგვისტოს გაიხსნება

23 აგვისტო 2021, 23:20 1980 ნახვა

24 აგვისტოს ტოკიოში პარაოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალი გაიმართება. მონაწილეები კი 25 აგვისტოდან იასპარეზებენ.

ტოკიოს პარაოლიმპიურ თამაშებზე 13 ქართველი პარასპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. 25 აგვისტოს ხმლით ფარიკაობაში მედლისთვის ნინა თიბილაშვილი და ირმა ხეცურიანი იბრძოლებენ.

პირდაპირ რეპორტაჟს კი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადმოსცემს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში