ქართველი პარამოფარიკავეები ოქროსა და ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ

25 აგვისტო 2021, 11:06 1016 ნახვა

ტოკიოს პარაოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრების  ეტლით მოფარიკავეები  ირმა ხეცურიანი და ნინო თიბილაშვილი ხმლით ფარიკაობის ინდივიდუალურ პირველობაში მედლებისთვის იბრძოლებენ.

ნინო თიბილაშვილი ფინალშია და ოქროს მედლისთვის ჩინელ სპორტსმენს ბიან ჟინგს დაუპირისპირდება.ნახევარფინალში კი ირმა ხეცურიანის მეტოქე ძალიან გამოცდილი, ჩინელი შუმეი ტანი იყო, რომელიც მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია. სამწუხაროდ, ხეცურიანმა უძლიერესი მეტოქის ბარიერი ვეღარ დაძლია და ანგარიშით – 8:15 დამარცხდა.

ჩვენი სპორტსმენი ბრძოლას ბრინჯაოს მედლისთვის განაგრძობს. მისი მეტოქე ჩინელი პარამოფარიკავე შაო რონგი იქნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში