ქუთაისის "ტორპედოს" ახალი მფლობელი ჰყავს

03 სექტემბერი 2021, 21:05 1602 ნახვა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგის კლუბ ქუთაისის "ტორპედოს" ახალი მფლობელი ჰყავს. ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

"️ქუთაისის საფეხბურთო კლუბი „ტორპედო“ და მისი ახალი მფლობელები უკვე სამუშაო რეჟიმში არიან. ფაქტობრივად დასრულებულია ხელშეკრულების გაფორმებაც" - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

უკვე შედგა კომპანია "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის" და "ტორპედოს" ფეხბურთელებს შორის. აუქციონის პირობის თანახმად ახალი მფლობელი კლუბის პერსონალის ბოლო 3 თვის დავალიანებას სრულად დაფარავს. ახალი მფლობელები სრულად შეცვლიან მართვის სისტემას ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას.

22 თამაშის შემდეგ რიონისპირული გუნდი 19 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში