ქართველი ჰალკი ტოპ 8-ის ნახევარფინალშია

06 სექტემბერი 2021, 10:54 1329 ნახვა

ქართველი მკლავჭიდელი ლევან საგინაშვილი მსოფლიოს ტოპ-8-ის ნახევარფინალშია. ქართველმა ჰალკმა მეოთხედფინალში ამერიკელი დეივ ჩაფი დანაკარგის გარეშე 6:0 დაამარცხა.

მეოთხედფინალური ეტაპი უკრაინის დედაქალაქ კიევში გაიმართა. 2019 წელს საგინაშვილი უძლიერესი მკლავჭიდელების ტურნირის ტოპ-8 ის გამარჯვებული გახდა, როდესაც ფინალში რუსს ვიტალი ლალეტინს 6-0 მოუგო.

ჯერჯერობით უცნობია, ვის დაუპირისპირდება ქართველი მკლავჭიდელი ნახევარფინალურ დაპირისპირებაში.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში