ქართულ ანბანს იუნესკო-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა

01 დეკემბერი 2016, 00:00 4194 ნახვა

ნუსხური, მხედრული,  მრგვლოვანი - „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ იუნესკო-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეიტანეს. ეს გადაწყვეტილება იუნესკო-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-11 სესიაზე მიიღეს. კომიტეტმა  მხარი დაუჭირა საქართველოს მიერ წარდგენილ ნომინაციას და მიიჩნია, რომ იგი სრულად შეესაბამება არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კონვენციით გათვალისწინებულ ყველა კრიტერიუმს. იუნესკოს გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა “ვულოცავ ქართველ ხალხს სამივე სახეობის ქართული ანბანის მსოფლიო აღიარებას, ჩვენი მისიაც ჩვენი წინაპრების იმ საქმიანობის გაგრძელებაა, რომლითაც ისინი ქართულ ანბანს უფრთხილდებოდნენ და საუკუნეების განმავლობაში თაობიდან თაობას გადასცემდნენ.” - ნათქვამია განცხადებაში. საკუთარ ფბ გვერდზე მილოცვას პრემიერიც აქვეყნებს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში