აქცია ხელვაჩაურის მერიასთან

11 ოქტომბერი 2021, 18:17 1183 ნახვა

აქცია ხელვაჩაურის მერიასთან - თხილნარის მეურნეობის ყოფილი შენობიდან გასახლებულები ბოლო 4 თვის ქირის თანხის დაფარვას ითხოვენ. ამბობენ, რომ ხელვაჩურის მერიამ 2 წლის წინ შენობიდან იმ მიზეზით გაიყვანა, რომ საცხოვრებელი საფრთხის შემცველი იყო, რამდენიმე თვეა კი ქირის საფასურს მუნიციპალიტეტი აღარ იხდის. ოჯახები ამბობენ, რომ საკუთარი სახსრებით თანხას ვერ იხდიან და მათ ბინის მეპატრონეები სახლებიდან გასვლას სთხოვენ, წასასვლელი კი არსად აქვთ. პრობლემის წინაშე 12 ოჯახია, თითოეული ოჯახისთვის ხელვაჩაურის მერიის სარეზერვო ფონდიდან ყოველთვიურად 300 ლარია გათვალისწინებული. მერიაში ამბობენ, რომ რადგან თანხას სარეზერვო ფონდიდან გასცემენ და ის პროგრამით არ არის გათვალისწინებული, არჩევნების გამო შეჩერდა. ჯუმბერ ვარდმანიძე ამბობს, რომ ამ დროის განმავლობაში ოჯახების მიერ გადახდილი თანხა ანაზღაურდება. 

თამილა ზოიძე
პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში