დღეს აჭარულ დერბიში “შუქურა” და "დინამო" ითამაშებენ

16 ოქტომბერი 2021, 11:20 1030 ნახვა

სანაკრებო შესვენების შემდეგ დღეს საქართველოს ეროვნული ლიგა 29-ე ტურის შეხვედრებით განახლდება.

ფოთში აჭარულ დაპირისპირებაში ქობულეთის "შუქურა" გათამაშების ლიდერს ბათუმის "დინამოს" მიიღებს.

28 თამაშის შემდეგ ქობულეთლები 25 ქულით ბოლოსწინა მე-9 ადგილზე არიან, გია გეგუჩაძის გაწვრთნილ "დინამოს" კი 60 ქულა აქვს და უახლოეს კონკურენტ თბილისის "დინამოს" 7 ქულით უსწრებს.

"შუქურას" და "დინამოს" მატჩი დღეს 14:30 საათზე დაიწყება და მას პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია შემოგთავაზებთ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში