ბათუმის "დინამომ" საკუთარ მოედანზე თბილისის "დინამოს" ფრედ ეთამაშა

20 ოქტომბერი 2021, 20:34 1423 ნახვა

ეროვნული ლიგის 30-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ბათუმის "დინამომ" საკუთარ მოედანზე თბილისის "დინამოს" ფრედ 1-1 ეთამაშა.

მატჩში ანგარიში 18-ე წუთზე ხარაბაძის გადაცემის შემდეგ ოსეიმ გაიტანა და დედაქალაქები წინ გავიდნენ. 38-ე წუთზე ფანცულაიამ ჯიღაურს გაატანინა და წონასწორობა აღადგინა.

მეორე ნახევარში შეხვედრაში ანგარიში არ შეცვლილა. ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე ბათუმელებმა მეორე ადგილზე მყოფ თბილისის "დინამოსთან" ისევ 7 ქულიანი ფორა აქვს.

30 ტურის შემდეგ გია გეგუჩაძის გაწვრთნილ ბათუმის "დინამოს" 64 ქულა აქვს. თბილისის "დინამოს" კი 57.

შემდეგ შეხვედრას ბათუმის "დინამო" გასვლაზე 24 ოქტომბერს "სამტრედიას" დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში