მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა მაჩვენებელი 2%-ით შემცირდა - ჯანმო

22 ოქტომბერი 2021, 10:32 835 ნახვა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 243 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა ვორლდმეთერსი აქვეყნებს.

ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში  4 მილიონ 9 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ორი დღის წინ ყოველკვირეული ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მსოფლიო მასშტაბით ინფიცირებულთა რაოდენობა 4%-ით, სიკვდილიანობა კი 2%-ით შემცირდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი