გრიპის ვაქცინა, ამ ეტაპზე, მხოლოდ მოწყვლადი ჯგუფებისთვისაა ხელმისაწვდომი

22 ოქტომბერი 2021, 11:50 1326 ნახვა

აჭარაში გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია ამ დროისთვის მხოლოდ სამედიცინო პერსონაზე, პედაგოგებზე და ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებზე დაიწყო, ხოლო სხვა კატეგორიის მოქალაქეები როდის ჩაერთვებიან ვაქცინაციის პროცესში ამ დროისთვის უცნობია. საოჯახო მედიცინის ცენტრში განმარტავენ რომ კლინიკაში ვაქცინაცია 15 ოქტომბრიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება, უახლოეს დღეებში კი დამატებით დოზებს ელოდებიან. 

რაც შეეხება აფთიაქებს, დღეს, ჩვენი გადამღები ჯგუფი რამდენიმე ქსელში იმყოფებოდა, სადაც განუმარტეს, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა არ აქვთ და როდის შეავსებენ ფარმაცევტული კომპანიები მარაგს აფთიაქებში არ იციან.

ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აწვდის.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში