გაერთიანებული სამეფო საერთაშორისო მიმოსვლის ე.წ. „წითელი სიიდან“ ყველა ქვეყანას ამოიღებს

29 ოქტომბერი 2021, 10:07 1010 ნახვა

გაერთიანებული სამეფოს მთავრობა კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული საერთაშორისო მიმოსვლის ე.წ. „წითელი სიიდან“, რომელშიც ამ დროისთვის შვიდი ქვეყანა შედის, მომავალი კვირის ორშაბათიდან ყველა ქვეყანას ამოიღებს.

ეს იმას ნიშნავს, რომ ეკვადორიდან, დომინიკის რესპუბლიკიდან, კოლუმბიიდან, პერუდან, პანამიდან, ჰაიტიდან და ვენესუელიდან ჩასულ სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს სასტუმროში კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ.

ამასთან, „წითელი სიის“ სისტემა არ უქმდება და მასში ქვეყანა დაემატება, თუ დაინფიცირების შემთხვევები გაიზრდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში