ისრაელმა დამასკოს ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა

03 ნოემბერი 2021, 11:50 503 ნახვა

ისრაელმა რაკეტების გამოყენებით სირიაში საჰაერო თავდასხმა განახორციელა, - ინფორმაციას სირიის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ავია იერიშის სამიზნე სირიის დედაქალაქ დამასკოს გარეუბანში მდებარე ტერიტორია იყო.

სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, თავდასხმამ მატერიალური ზარალი გამოიწვია.

ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში