მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 248 მილიონს გადააჭარბა

03 ნოემბერი 2021, 10:50 637 ნახვა

მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 248 მილიონს გადააჭარბა. სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 5 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 225 მილიონს უახლოვდება. მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 18.2 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. ჯანმო-ს მონაცემებით, გასულ კვირას, წინა კვირასთან შედარებით, ახალი შემთხვევები 3%-ით, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 8%-ით გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ ევროპის რეგიონში უკვე მეხუთე კვირაა დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა იზრდება. წინა კვირის მონაცემებთან შედარებით ამ კვირაში 6%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში