ბაიდენი - აცერით თქვენი შვილები, რათა დაიცვათ ისინი და დავასრულოთ ვირუსის გავრცელება

04 ნოემბერი 2021, 09:53 469 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტი, მშობლებს ბავშვების ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, პანდემიის დროულად დასამარცხებლად მცირეწლოვნების ვაქცინაცია აუცილებელია. ჯო ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ მისმა ადმინისტრაციამ ბავშვების ასაცრელად ფაიზერ ბიონტეკის 28 მილიონი ვაქცინა უკვე შეიძინა.

შეგახსენებთ, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა 5-11 წლის ბავშვების ვაქცინაციის გადაწყვეტილება 3 ნოემბერს მიიღო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში