„შენი იდეა ბათუმს“ - ფინალური კენჭისყრა

01 დეკემბერი 2021, 19:39 1297 ნახვა

რამდენიმე საათი რჩება ხმის მიცემის დასრულებამდე, რომლითაც უნდა გადაწყდეს ვისი იდეაა საუკეთესო ბათუმისთვის. “შენი იდეა ბათუმს” - პროექტი, რომელსაც მერია წლებია ახორციელებს. პროექტი „შენი იდეა ბათუმს“ საბიუჯეტო პროცესის ნაწილში მოქალაქეთა ჩართულობასა და მათ საჭიროებებზე დაფუძნებული ბიუჯეტის შემუშავებას ემსახურება.

კონკურსის ფარგლებში მოქალაქეების უშუალო მონაწილეობით, ბათუმის მერიის მიერ განსახორციელებელი პროექტები განისაზღვრება. იმისთვის, რომ იდეის ავტორმა გამარჯვება შეძლოს, საჭიროა საერთო ხმების მინიმუმ 20%-ი მიიღოს. მისი განხორციელება ბათუმის მერიის 2022 წლის ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარით დაფინანსდება. პროექტების ნაწილზე სხვა გადაცემაში მოგიყევით დღეს, კი კიდევ ნაწილზე გიამბობთ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში