ბათუმის “დინამო” საქართველოს ჩემპიონობას დღეს ოფიციალურად გაიფორმებს

03 დეკემბერი 2021, 18:33 331 ნახვა

რამდენიმე წუთი  რჩება ეროვნული ჩემპიონატის ბოლო შეხვედრამდე. ბათუმის დინამო    გორის ‘’დილას’’ უმასპინძლებს და შეხვედრის დასრულების შემდეგ ბათუმელები ისტორიაში პირველად მოპოვებულ  საჩემპიონო ფარს და ოქროს მედლებს ჩაიბარებენ.  ხვალ კი ზეიმი ბათუმის ქუჩებში გაგრძელდება, საჩემპიონო მსვლელობა 15 საათზე რუსთაველის გამზირზე დაიწყება და ბულვარში, კოლონადებთან გალა კონცერტით დასრულდება.  ბათუმელებმა მიმდინარე სეზონის 35 მატჩიდან 21 მოიგეს, 11 ფრე ითამაშეს და მხოლოდ სამჯერ დამარცხდნენ.  დინამოსა და დილას შეხვედრა 19 საათზე დაიწყება და მას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. რის გამოც 8 საათის მთავარი ეთერში ვერ გავა, ახალ ამბებს მოკლედ ტაიმებს შორის იხილავთ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში