"დიდი შვიდეულის" ქვეყნები რუსეთს აფრთხილებენ

12 დეკემბერი 2021, 11:50 816 ნახვა

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები რუსეთ-უკრაინის კრიზისის გამო  ერთიანი პოზიციით გამოვლენ. ინგლისის ქალაქ ლივერპულში დიდი შვიდეულისა და ევროკავშირის საგარეო უწყებების ხელმძღვანელთა შეხვედრაზე რუსეთ-უკრაინის კრიზისის განსახილველად შეიკრიბნენ. სააგენტო როიტერის ინფორმაციით რუსეთ-უკრაინის კრიზისის დასაძლევად ჯერ კიდევ არსებობს დიპლომატიური ბერკეტები და საჭიროა მხარეების სასწრაფოდ დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განაცხადებით,  ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე რუსეთსა და უკრაინას13-15 დეკემბერს ეწვევა.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში