შოლცი - გერმანია მზადაა, მოკავშირეებთან ერთად, ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგას

07 თებერვალი 2022, 10:33 795 ნახვა

თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ჩვენ მზად ვართ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ყველა საჭირო ნაბიჯი გადავდგათ, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ვაშინგტონ პოსტთან ინტერვიუში განაცხადა, რითაც მან უპასუხა შეკითხვას, შეაჩერებს თუ არა გერმანიის მთავრობა მილსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გახსნას, თუკი რუსეთი უკრაინაში შეიჭრება.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო შეთანხმება შეერთებული შტატების მთავრობასთან გაზის ტრანზიტისა და ენერგეტიკული სუვერენიტეტის შესახებ ევროპაში. ჩვენ უკვე შევთანხმდით, რომ მხარს დავუჭერთ უკრაინას, რომ ინტენსიურად ვიბრძოლებთ უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტისთვის და ვიქნებით ძალიან მტკიცე, თუ ამ გაზის ტრანზიტს საფრთხე დაემუქრება.

ასევე, სრულიად ნათელია, რომ მსგავს სიტუაციაში ყველა ვარიანტი მაგიდაზეა. ჩვენი პასუხი იქნება ერთიანი და გადამწყვეტი,“- აღნიშნა შოლცმა.

შეგახსენებთ, ოლაფ შოლცი დღეს აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეხვდება.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში