რუსეთში ქართული ყველის იმპორტთან დაკავშირებით სეს-ი განცხადებას ავრცელებს

06 მარტი 2022, 18:14 1105 ნახვა

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი ქართული რძის პროდუქტების მწარმოებელ 15 კომპანიას რუსულ ბაზარზე კარს უხსნიდა, 5 მარტს რუსულმა სახელმწიფო მედიამ სახელმწიფო უწყებებზე დაყრდნობით გაავრცელა. სურსათის ეროვნულ სააგენტოში ადასტურებენ მოლაპარაკებებს ამ მიმართულებით, თუმცა ამბობენ, რომ მუშაობა საქართველომ ამ მიმართულებით უკრაინაში ომამდე, 2020 წელს დაიწყო.

არცერთი ქართული კომპანია რუსეთში რძეს და რძის პროდუქტებს არ გაიტანს - ასეთია ყველის მწარმოებელთა ასოციაციის პასუხი რუსეთის ინიციატივაზე. საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოში სატელევიზიო კომენტარი არ კეთდება. უწყება მხოლოდ განცხადებით შემოიფარგლა.

პარალელურად ვრცელდება კერძო კომპანიების მხრიდან ინფორმაციები, რომ მხოლოდ ადგილობრივ ბაზრებს მოემსახურებიან და არ აპირებენ ქართული რძის ნაწარმის იმპორტზე რუსეთში გატანას. აღსანიშნავია, რომ უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთის დაწესებული სანქციების პარალელურად რუსეთმა არამარტო რძის ნაწარმზე, არამედ ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე გატანის პირობებიც შეამსუბუქა. რაზეც ასევე ცნობილია კომპანიების ნაწილის პოზიცია, რომ არ აპირებენ ამ შესაძლებლობით სარგებლობას.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში