საქართველომ ყველაზე მეტად იცის, რომ რუსეთი პატივს არ სცემს არავის სუვერენიტეტს და კანონით განსაზღვრულ საზღვრებს - დიეგო კოლასი

24 მარტი 2022, 14:26 771 ნახვა

ჩვენ ვართ უკრაინის პარტნიორები, უზრუნველვყოფთ ყველანაირ მხარდაჭერას, მათ შორის სამხედრო მხარდაჭერას, შეიარაღების უზრუნველყოფას, რომ დავეხმაროთ ჩვენს მეგობარს, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.

ელჩის თქმით, საქართველომ ყველაზე მეტად იცის, რომ რუსეთი პატივს არ სცემს არავის სუვერენიტეტს და კანონით განსაზღვრულ საზღვრებს.

"მინდა, რამდენიმე სიტყვით შევეხო ჩვენს დახმარებას უკრაინისადმი, ისევე როგორც ჩვენი პარტნიორების დახმარებას. ეს არის ყოვლისმომცველი სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, მიდის იზოლირებისთვის. მოკლევადიან ჭრილში მიზანი არის, რომ მიღწეული იყოს ცეცხლის შეწყვეტა, რათა შემცირდეს ომით გამოწვეული დანაკარგები. ეს არის პრეზიდენტ მაკრონის მიერ გაჟღერებული წინადადებები, რათა შესაბამისი ჰუმანიტარული ძალისხმევები ყოფილიყო წარმატებით დაგვირგვინებული, რომ მიღწეული იყოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ეს არის მნიშვნელოვანი ძალისხმევა და ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, რომ საქართველო ამ კოლექტიური ძალისხმევის წევრი და ნაწილი იყოს“, – განაცხადა ელჩმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში