საქართველოს რკინიგზა 1-ელ, 2 და 3 აპრილს ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს

31 მარტი 2022, 11:41 1512 ნახვა

პირველ, 2 და 3 აპრილს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებელი იმოძრავებს, – ინფორმაციას "საქართველოს რკინიგზა" ავრცელებს.

„გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა პირველ, 2 და 3 აპრილს, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge/; სწრაფი გადახდის აპარატებით; საქართველოს რკინიგზის სალაროებში; საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, – აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.

მატარებელი თბილისიდან დილის 07:00 საათზე გავა, ხოლო ბათუმიდან თბილისის მიმართულებით 14:10 საათზე გამოვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში