უკრაინა რუსეთთან სავაჭრო უთიერთობებს წყვეტს

10 აპრილი 2022, 15:57 1479 ნახვა
00:00
00:00

უკრაინა  რუსეთთან  სავაჭრო ურთიერთობებს წყვეტს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს

„უკრაინა აწესებს სრულ ემბარგოს რუსეთიდან საქონლის იმპორტზე. დღეს ჩვენ ოფიციალურად დავაფიქსირეთ აგრესორ სახელმწიფოსთან ვაჭრობის სრული შეწყვეტა. ამიერიდან ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე რუსული პროდუქციის შემოტანა შეუძლებელია. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ დღეს მიიღო“, - განაცხადა უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა, იულია სვირიდენკომ.

მისი განმარტებით, რუსული იმპორტის აკრძალვა რუსეთის ფედერაციაში ყოველწლიურ სავალუტო შემოსავალს 6 მილიარდი დოლარით შეამცირებს.

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი