დინამო ბათუმმა ზედიზედ მესამედ მოიგო

11 აპრილი 2022, 10:00 1143 ნახვა

ხვიჩა კვარაცხელიამ დინამო ბათუმის ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა, ეროვნული ლიგის მე-7 ტურში წყალტუბოს სამგურალთან, მატჩი საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა 3:0 მოიგო.

სტუმრებმა უპირატესობა მატჩის მიწურულს გაზარდეს. შეცვლაზე შესულმა გუგა ფალავანდიშვილმა მეკარესთან პირისპირ ასევე შეცვლაზე შემოსულ ელგუჯა ლობჟანიძეს ბათუმელთა რიგებში სადებიუტო გოლი გაატანინა. მალევე ფალავანდიშვილმა თავადაც გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

დინამო ბათუმმა ზედიზედ მე-3 მატჩი მოიგო და 16 ქულით სატურნირო ცხრილს ლიდერობს, მომდევნო ტურში კი 18 აპრილს, გაგრას უმასპინძლებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში